Lego Education-ს მსოფლიოს მასშტაბით პრობლემები შეექმნა უკვე შეკვეთილი LEGO WRO Expansion Brick Set (45819)-ების დროულად მოწოდებასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი ორგანიზატორი ვერ მოახერხებს აღნიშნული ნაკრების თქვენთვის დროულად გადმოცემას.
იმისათვის, რომ თქვენ უკვე დაიწყოთ მომზადება კონკურსისათვის, ედუტუსის უნივერსიტეტმა მსოფლიო რობოტიების ოლიმპიადის ასოციაციას შესთავაზა ალტერნატიული გამოსავალი: შეიქმნას ხალიჩაზე არსებული თამაშის ელემენტების ალტერნატიული ვერსიები Lego Education WRO Brick set (45811)-ისგან. ეს ნაკრები უკვე დიდი ხანია გამოიყენება კონკურსში, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში და ადვილად ხელმისაწვდომია.
ალტერნატიული სათამაშო ელემენტების ასაგებად გამოყენებულია მხოლოდ (45811) ნაკრები და არავითარი ლეგო ან სხვა ელემენტის დამატება არ არის საჭირო. „ალტერნატიული თამაშის ელემენტები”-ს ღილაკზე დაწკაპუნებით თქვენ შეგიძლიათ იხილოთ გადაკეთებული სათამაშო ელემენტები, შესაბამის აწყობის ინსტრუქციასთან ერთად.
თუ WRO Expansion Brick Sets (45819) ვერ მივიღეთ კონკურსის ჩატარებამდე ერთ თვეზე უფრო ადრე, მაშინ რეგიონალურ ფინალზე გამოყენებული იქნება თამაშის გადაკეთებული ელემენტები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
თამაშის(კონკურსის) წესები და შეფასების სისტემა არ იცვლება, რადგან სათამაშო ელემენტების მთავარი ფუნქცია რჩება იგივე.